სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
56811
1214151618
192122232425
2627282930 

2017-11-09 - ახალი გზა ზემო ჭალადიდში

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში, ახალი ასფალტობეტონის საფარი დაიგო 4,8 კმ-ზე, მოეწყო 8 ხიდბოგირი და კიუვეტი 3,4 კმ-ზე. სამუშაოების ღირებულებამ, რომელიც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ინდიკომ’’ განახორციელა შეადგინა 661 828, 03 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. დასაქმებული იყო 55 ადგილობრივი. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, რეაბილიტირდა ქალაქის 100 ქუჩა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 97,4 კმ გზას. სამუშაოებზე ყოველწლიურად დასაქმებული იყო 800 ადგილობრივი მცხოვრები.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31