სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
56811
1214151618
192122232425
2627282930 

2017-11-07 - სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია

აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - სენაკის თეატრის რეკონსტრუქცია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" მხარდაჭერით ხორციელდება.სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილემ თენგიზ ლომიამ და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა. ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები. დასრულებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი, სრულად განახლებულია ელექტროგაყვანილობა. დასრულდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდება და აღდგება კედლის უნიკალური მხატვრობა. დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარეგანათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები. 2018 წლისთვის დასრულდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - სენაკის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატული თეატრის შენობის სრული და ყოველმხრივი რეაბილიტაცია. მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები სენაკის თეატრის შენობას მანამდე არ ჩატარებია, რომლის შემდეგაც იგი შეძლებს უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას და უმასპინძლებს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს. თეატრის შენობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია თავისი არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით, 1953-59 წლებში დააპროექტა არქიტექტორმა ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძემ.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31