სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
56811
1214151618
192122232425
2627282930 

2017-11-01 - ნოქალაქევი არქეოლოგიური ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე

არქეოლოგიური ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტურისტული ზონად მოწყობის კონცეფცია წარადგინა. ფორუმზე, რომელიც 26 დან 29 ოქტომბრის ჩათვლით იტალიის ისტორიულ ქალაქში პესტუმში გაიმართა, სააგენტოს მიერ მომზადებული პრეზენტაცია მონაწილეებს უწყების გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გააცნო. ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული საიტის საერთაშორისო არენაზე წარმოჩენის საფუძველი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილმა მასშტაბურმა საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროცესმა მისცა. ფიზიკური სამუშაოების შედეგად, რომელიც მე-4 წელია მიმდინარეობს, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული მიმზიდველობის ადგილად იქცევა. პესტუმის არქეოლოგიური ტურიზმის გამოფენაზე მისმა წარდგენამ კი მნიშვნელოვანწილად გაზარდა მის მიმართ საერთაშორისო დაინტერესება. ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსი ქართული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია, სადაც, შთამბეჭდავი ბუნებრივი ლანდშაფტის 20 ჰექტარზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქალაქო ტიპის დასახლება იყო გაშენებული. კავკასიაში დღემდე შემორჩენილ ანტიკური პერიოდისა და ადრეშუასაუკუნეების ძველ ქალაქებს შორის, ნოქალაქევი ერთადერთია, სადაც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტია შენარჩუნებული. პესტუმის არქეოლოგიური ტურიზმის გამოფენა მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ინსტიტუციების - UNESCO, UNWTO და ICCROM-ის ჩართულობით, 1998 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება. ფორუმი ქმნის უნიკალურ პლატფორმას გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩინებისა და ტურისტულ მარშრუტებში ჩართვის ხელშეწყობად. წყარო:https://www.facebook.com/georgianheritage/

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31