სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-20 - ქალაქში, №3 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

📣ქალაქ სენაკში, ელიავას ქუჩაზე, №3 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტის განხორციელების პროცესი დაიწყო.
🔸საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, 100 აღსაზრდელზე გათვლილ ორსართულიან სააღმზრდელო დაწესებულებას აშენებს.
🔸პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა.
👉გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
🔸საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19