სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
510
1116
181924
252930 

2022-09-17 - რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი სენაკში

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, რუსთაველის ეროვნული თეატრის დასს უმასპინძლა.

სენაკელი მაყურებლის წინაშე, წარმოდგენილ იქნა გიორგი ერისთავის პიესის მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი კომედია ,,ძუნწი’’.

სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს, მერიის, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპექტაკლში მაღალოსტატურ კომიკურ ფერებში არის წარმოჩენილი სიძუნწის ბიწიერება, რომელიც ჭეშმარიტ გრძნობებთან ჭიდილში მარცხდება.

სპექტაკლის რეჟისორია გოჩა კაპანაძე.

გასტროლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19