2022-08-05 - სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდება.
დევნილთა დასახლებაში არსებული შიდა გზები ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
პროექტი, რომლის ფარგლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემა, კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.