სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 26
7910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2022-08-04 - რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე

🎭რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს დათა თავაძის ,,დედაომი“ დაეთმო, რომლის რეჟისურა საბა ასლამაზიშვილს ეკუთვნის.

,,დედაომი“ თანამედროვეობის, ომისა და ოკუპაციის თემას ეხება. სპექტაკლი, რომელშიც მსახიობებმა - თამარ მდინარაძემ, ციცი ბუცხრიკიძემ, შორენა გვეტაძემ და ნიკა ძნელაძემ მიიღეს მონაწილეობა, 2008 წლის ომის ინსპირაციით შეიქმნა.

დათა თავაძის პიესა ავსტრია-საქართველოს მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,საუბარი საზღვრების შესახებ '' გამარჯვებულია, ითარგმნა გერმანულ ენაზე და პირველი პრემიერა სწორედ გერმანიაში შედგა.

გლობალური ომი, ძალადობა, გაუცხოებული ადამიანები - ამ სპექტაკლით ოზურგეთის თეატრის დასმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ფესტივალის მეორე დღე სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით ,,ჰარპაგონი“ დასრულდა.

ინსცენირების ავტორი და რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვახტანგ ნიკოლავა.

„ჰარპაგონი“ მოლიერის პიესის „ძუნწის“ მიხედვით დადგმული ორმოქმედებიანი კომედიაა, რომლის მთავარი თემა ადამიანის და, ზოგადად, საზოგადოების მიერ მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად მუდმივი სწრაფვა და ამ კეთილდღეობისთვის სულიერი ღირებულებების დათმობა და უარყოფაა.

სიმბოლურია, 2022 წელს თეატრალური სამყარო გენიალური ფრანგი დრამატურგის, მაღალი კომედიის ჟანრის ფუძემდებლის, ჟან-ბატისტ პოკლენ მოლიერის 400 წლის იუბილეს აღნიშნავს.

თეატრალური ფესტივალის სენაკურ დღეებს დღეს, 20:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - ,,სტუმარი“ დაასრულებს.

 

Facebook    Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19