სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 26
7910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2022-08-03 - დევნილი მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლა დასრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის ორგანიზებით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით, სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, აფხაზეთიდან დევნილი, 15-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, ორკვირიანი საზაფხულო სკოლა დასრულდა და პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
საზაფხულო სკოლის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი, ღირსი ალექსი სენაკელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მალხაზ ჭანტურია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი, სალომე დოლიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-10 საჯარო, სენაკის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლებისა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობები.
პროექტის მიზანია - დევნილი ახალგაზრდების ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა, მათში მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების გაღვივება, მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მოსწავლეებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის აღძვრა, ქვეყნის ისტორიის და ეთნოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19