2022-08-01 - პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის მსურველთა საყურადღებოდ!

📣პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის მსურველთა საყურადღებოდ!
✍️პროგრამებზე რეგისტრაცია 2 მაისიდან მიმდინარეობს და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
🔸საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ.
🔸ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს ისწავლოს სასურველ პროგრამაზე, გახდეს პროფესიონალი, დასაქმდეს უმოკლეს დროში ან/და შეიქმნას წარმატებული კარიერა, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 22 აგვისტოს ჩათვლით, ვებ.გვერდზე – vet.emis.ge ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.