სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3489
10121516
2021
242530
31 

2022-07-29 - შეხვედრა ბინათმშენებლობების ამხანაგობების თავმჯდომარეებთან

🔹აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი, დავით ფაცაცია, პირველ მოადგილესთან, გურამ მისაბიშვილთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან, კოტე ბასარიასთან ერთად, სენაკის, ხობის, აბაშის, ჩხოროწყუს, მარტვილის მუნიციპალიტეტების დევნილთა კომპაქტური დასახლებების ბინათმშენებლობების ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები და მათი მოგვარების გზები ადგილზევე დასახეს.

დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

Facebook    Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19