2022-07-28 - რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი

რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, 2 აგვისტოს, სტარტს უკვე მესამედ, სენაკში აიღებს.
აგვისტო. 
: 
საათი - ფესტივალს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებული სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ახალციხის (მესხეთის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით - ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ - უმასპინძლებს;
აგვისტო. 
: 
საათი - სენაკის სპორტის სასახლეში, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი გამართავს სპექტაკლს - ,,დედაომი“;
აგვისტო. 
: 
საათი - ფესტივალის მეორე დღე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მასპინძელი თეატრის დასის სპექტაკლით - ,,ჰარპაგონი“ დასრულდება;
აგვისტო. 
: 
საათი - ფესტივალის სენაკურ დღეებს, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის სპექტაკლი -,,სტუმარი“ - დაასრულებს.
რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი, 8 აგვისტოს, ფოთში დაიხურება.
წელს მასში მონაწილეობას 13 ქართული და უცხოური თეატრალური დასი მიიღებს.
საფესტივალო პროგრამა ძირითადად ომის თემატიკას ეძღვნება.
ფესტივალის წლევანდელი გზავნილია - #არაომს
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. სამხატვრო ხელმძღვანელია – ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი – თენგიზ ხუხია.
ფესტივალის მხარდამჭერებია სენაკის და ფოთის მუნიციპალიტეტების მერიები.
#თეატრალურიდღეებისენაკშიიწყება
Facebook Instagram