სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
2627282930 

2022-06-20 - სალოტბარო სკოლების ფესტივალი ,,მომავლის ხმები

🎶დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სალოტბარო სკოლების ფესტივალის ,,მომავლის ხმები" ფარგლებში, კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა სენაკის, წალენჯიხის, საჩხერეს, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურის, ახალციხის, ფოთისა და ქობულეთის სალოტბარო სკოლების 150-მა მოსწავლემ მიიღო.
ფესტივალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან, გიორგი დონაძესთან ერთად დაესწრო.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ უკვე მესამედ იმართება.
ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობას სენაკის, სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, ბაღდათის, წალენჯიხის, საჩხერეს, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურისა და ახალციხის ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის ახლადრეაბილიტირებულ თეატრში დასკვნითი კონცერტი 24 ივნისს გაიმართება, რომელშიც სტუმრის სტატუსით მონაწილეობას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ მიიღებს.
ფესტივალისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა და გადამზადდნენ მოხალისეები, რომლებიც ბავშვთა გუნდებს ლიდერობას უწევენ.
სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა.
ამჟამად, სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, მათ შორის, სენაკში, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უსასყიდლოდ ეუფლებიან.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19