სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
2021
22232425262728
293031 

2022-05-10 - სენაკის მერი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

✅სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ქალაქში, შოთა რუსთაველის მეორე ჩიხში და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მოსამზადებელ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
➡️საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობს შონიას, ვახტანგ მეფის, წერეთლის ქუჩებში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში; ასევე, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში - ახალი ხიდიდან, კვაუთის მიმართულებით და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში - თხილის საამქროსთან მისასვლელ გზებზე ეწყობა ცემენტო-ბეტონის საფარი; ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საარჩაიოს უბანსა და სოფელ კოტიანეთში, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულის სალიპარტიოს უბანში,
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურეს უბანსა და ტეხურის ხიდთან არსებულ გზებზე მიმდინარეობს მოსამზადებელი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
🗣️,,აღნიშნულ გზებზე არსებული მდგომარეობა წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება. არსებული მდგომარეობის მოწესრიგებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქსა და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ვგეგმავთ", - განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა.

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19