სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
2021
22232425262728
293031 

2022-05-06 - სენაკის მერმა ვეტერან სპორტსმენს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ვეტერან სპორტსმენს, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებულ მწვრთნელ - მასწავლებელს, ელგუჯა გვასალიას, თბილისში, 4 მაისს, ძიუდოში, ვეტერანთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
ვეტერანი სპორტსმენი 28 მაისს, ათენში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
ელგუჯა გვასალიას ძიუდოში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის: საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19