სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
192122
23242526272829
3031 

2022-01-14 - მუნიციპალიტეტის მერმა სენაკელ თეატრალებს პროფესიული დღე მიულოცა

🎭დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, სენაკელ თეატრალებს შეხვდა, მათ პროფესიული დღესასწაული მიულოცა, მადლობის სიგელი გადასცა, მდიდარი თეატრალური ტრადიციების ღირსეული გაგრძელება და ახალი წარმატებები უსურვა.

🗣️,,გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - ქართული თეატრის დღეს და მადლიერებას გამოვხატავ კულტურული ტრადიციებით გამორჩეული სენაკის თეატრალურ ცხოვრებაში თქვენი მოღვაწეობით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
სიამაყით მავსებს, რომ ჩვენს ქალაქს გენიალური აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი ამშვენებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტის თეატრალური ცხოვრების განვითარებაში.

პრემიერებს, უთვალავ მაყურებელს და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ“ - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ. 

 

 

Facebook    Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19