სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
192122
23242526272829
3031 

2022-01-13 - დღეს, ჩვენი დროის გმირს, თემურ ბოკუჩავას 39 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალს, თემურ ბოკუჩავას, 39 წელი შეუსრულდებოდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და საკრებულოს წევრთან, საბა ოდიშარიასთან ერთად, პატივი მიაგო გმირის ხსოვნას და ყვავილებით შეამკო თემურ ბოკუჩავას საფლავი.

თემურ ბოკუჩავა 1983 წელს, სოხუმში დაიბადა. ათი წლის ყმაწვილს მტერმა მშობლიური ქალაქი დაატოვებინა და დევნილობის მძიმე ხვედრი არგუნა.

თემური ვერც კი წარმოიდგენდა, რომ აფხაზეთის მეშვიდე სკოლა, სადაც ის სწავლობდა, წლების შემდეგ მისი სახელობის გახდებოდა...

2008 წლის ავბედით 8 აგვისტოს, მეუღლეს, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავას დაბადების დღე მიულოცა, თან დაამშვიდა და თითქოს დაუბარა კიდეც, შვილს მიმიხედეო...

სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში თემური მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.

ობლად დარჩენილი 2 თვის ალექსის დედამ, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავამ, თემურის დაღუპვის შემდეგ, მეორე ქვეით ბრიგადაში ქვეყნისათვის მსახურების გადაწყვეტილება მიიღო.

ალექსი 13 წლისაა, მამის სახელობის სკოლაში სწავლობს. ისიც, მამის მსგავსად, აფხაზეთში დაბრუნებაზე ოცნებობს... სამხედრო სამსახურში მყოფ დედას ვაჟის ოცნების რეალობად ქცევაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს.

#ისტორიებიგმირებზე
#დიდებაჩვენსგმირებს 

ნაკლების ნახვა
 

 

 

Facebook    Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19