სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
192122
23242526272829
3031 

2022-01-03 - საახალწლო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა

🟢 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.

🎄 დღეს საახალწლო ღონისძიება სენაკში ჩატარდა. მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

🟢 სენაკში საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწო.

🎁მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.

👉 გაიმართა კონცერტი - ადგილობრივი შემოქმედებით ჯგუფების მონაწილეობით.

✨ საღამოს, სენაკელების წინაშე ,,ქუჩის ბიჭები“, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი, ელენე ფოჩხუა და სოფო ბედია წარდგნენ.

👉 გალა კონცერტს მსახიობი, გიორგი ჭანტურია უძღვებოდა.

🎇 საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

😷 ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები

 

 

 

 

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19