სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2345
78101213
141517181920
21232627
2829 

2021-11-01 - N4 ბაგა-ბაღის ახალი შენობა გაიხსნა

🔹სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი N4 ბაგა-ბაღის ახალი შენობა გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი შალვა სარდალიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერი მზევი ჯოჯუა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა ესწრებოდნენ.
საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 100 აღსაზრდელს მოემსახურება.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
მიმდინარე წელს ასევე დასრულდა ჯიხას ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების N5 ბაგა-ბაღის მშენებლობა.
უახლოეს პერიოდში დაიწყება 100 აღსაზრდელზე გათვლილი N3 ბაგა-ბაღის მშენებლობის უპრეცედენტო პროექტის განხორციელება.
ასევე იგეგმება N7 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19