სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3678
10141516
17181920212223
24252627282930
31 

2021-10-05 - მასწავლებელთა საერთაშორისო დღე

ძვირფასო მასწავლებლებო, დღეს თქვენი დღეა, ჩვენი უკეთესი მომავლის შემოქმედთა დღესასწაული.
შეუფასებელია თქვენი ღვაწლი - თქვენი მზრუნველობით ყალიბდება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.
სიბრძნით, სიყვარულით, უსაზღვრო სიკეთით და მაღალი პროფესიონალიზმით ზრდით, აფრთიანებთ თაობებს, გულისხმიერებით და შემართებით უძღვებით ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს, რასაც ჩვენი შვილების აღზრდა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება ჰქვია.
გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღესასწაულს - მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს.
წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.
ლევან კუპრეიშვილი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19