სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
57810
1213141718
19202122232425
262930 

2021-09-16 - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას, რომელსაც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ანზორ ცაგურია უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე იმსჯელეს ,,სენაკის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით.
მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19