სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
57810
1213141718
19202122232425
262930 

2021-09-15 - სენაკს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა

🔊სენაკს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა - ეს ნატოჩაოს უბანში, მშვიდობის ქუჩაა, რომლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 276 893 ლარი შეადგინა.
🔷საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარების პროექტების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება შემდეგ ლოკაციებზე:
🔵შენგელიას ქუჩის ასფალტირება - ჭავჭავაძის ქუჩიდან რკინიგზამდე, ღირებულებით - 63 333 ლარი;
🔵კანკიას ქუჩის ჩიხის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 20 309 ლარი;
🔵ჯორჯაძის ქუჩის რეაბილიტაცია - რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე, სავარაუდო ღირებულებით - 94 650 ლარი;
🔵ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოტიანეთში - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 197 712 ლარი.
🔹სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ განახორციელებს.
✅ბოლო სამი წლის მანძილზე, სენაკის მუნიციპალიტეტში, 500-მდე ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, 2017-2020 წლებში, ქალაქად რეაბილიტირდა 75 ქუჩა, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში - 54.
✅მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19