სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
136
91114
24252628
2930 

2021-08-20 - ვაქცინაცია ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში

🔸მასობრივი ვაქცინაცია სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად მიმდინარეობს.
✔️ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ამცრელი ჯგუფი ამჯერად ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფება.
💉დღეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აიცრა მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გელა ჯოჯუა.
✔️მასობრივი ვაქცინაცია ასევე ჩატარდა თეკლათის, მენჯის, ეკის და ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
💉სოფლებში ადგილზე ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19