სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 123
7
111217
182021222324
252627282930 

2021-04-05 - სპორტის საერთაშორისო დღე სენაკში წელს პირველად აღინიშნა

წელს, სენაკის მუნიციპალიტეტი, პირველად შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში, სპორტის საშუალებით, მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება, როგორც სპორტის საერთაშორისო დღე.

,,სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში, დღეს, სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა საჩვენებელი გამოსვლები სპორტის სხვადასხვა სახეობებში - ძიუდოში, კარატესა და ტაეკვანდოში.

ცხოვრების ჯანსაღი, სპორტული წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სასპორტო გაერთიანების მწვრთნელ-მასწავლებლებმა: ელგუჯა ჩემიამ, გოგიტა გოგიამ და მორის სანაიამ.

ღონისძიებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოგიტა მზარელუა, სასპორტო გაერთიანების ცენტრისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ დღის აღნიშვნის ფარგლებში, სენაკი წელს მესამედ შეუერთდა ,,თეთრი ბარათის“ კამპანიას, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები.

#სპორტისდღე2021
#April6

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31