სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
13
14151819
2427
 

2021-03-31 - საგზაო ინფრასტუქტურული პროექტები გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მუდმივ რეჟიმში ხორციელდება.

ამ წუთებში, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიასკენ მიმავალი გზის ასფალტირების პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 383 413 ლარს შეადგენს; მათ შორის - 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა - 356 642 ლარი, 2022 წლის - 26 771 ლარი.

სამუშაოებს სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები ასევე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქად და სოფლად, მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ლოკაციაზე.

ბოლო წლების მანძილზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე უტარდება ისეთ გზებს, რომლებსაც ათწლეულებია აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებია. ეს ეხება როგორც მუნიციპალურ, ასევე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს.

#მეტი_ახალი_გზა
#განახლებული_საგზაო_ინფრასტრუქტურა
#სენაკი_2021

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31