სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
13
14151819
2427
 

2021-03-30 - ლევან კუპრეიშვილი კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან, კახაბერ კუპრეიშვილთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და ამავე სამსახურის უფროს სპეციალისტთან, ირმა კუპრეიშვილთან ერთად, პროექტით - ,,ჩვენ ერთნი ვართ დედამიწაზე“ კონკურსში გამარჯვებულ, პირველი საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს, დირექტორს ნინო გოგელიძეს, პედაგოგებს - ელისო შურღაიას და მამუკა კუჭავას შეხვდა.

ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ კაჭარავამ, ანი ბოკუჩავამ, ანა და ალექსანდრე ნაჭყებიებმა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა“, ქვეპროგრამის - ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“, კონკურსში.

მათ, პროექტით - ,,ჩვენ ერთნი ვართ დედამიწაზე“, კონკურსის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვეს და მინისტრის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა წარმატებულ მოსწავლეებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, თითოეულ მოსწავლეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა და შემდგომი წინსვლა უსურვა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31