სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
13
14151819
2427
 

2021-03-30 - ექიმთა საერთაშორისო დღე

დღეს ექიმთა საერთაშორისო დღეა - გამორჩეულად საპატიო, რთული და პატივსაცემი სფეროს წარმომადგენლების პროფესიული დღესასწაული, რომლებიც ყველაზე ძვირფასს - ადამიანის სიცოცხლეს იცავენ.

ჩვენი საამაყო მედიკოსები, დღეს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის რეჟიმში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებიან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის საქმეს, რაც ბრძოლის წინა ხაზზე დგომას, საზოგადოებისა და ქვეყნის უპირველეს მსახურებას ნიშნავს.

ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოღვაწე მედიცინის ყველა მუშაკს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, მუნიციპალური და კერძო სამედიცინო დაწესებულებების თითოეულ წარმომადგენელს, დიდი პატივისცემით ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს.

ვუსურვებ მათ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.

გმადლობთ, რომ ხართ, იყავით და იქნებით ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ლევან კუპრეიშვილი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31