სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
13
14151819
2427
 

2021-03-28 - შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ

სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამ პირს გადასაადგილებელი ეტლები უსასყიდლოდ გადაეცა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა - დავით ვერავამ და ლუდუკი ხასიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნანა ზარანდიამ, საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა-კოპაძემ, ასოციაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შშმ პირებს ეტლები და სასურსათო ნობათები გადასცეს.

ასოციაციის წარმომადგენლებმა საჩუქრები ასევე გადასცეს დღის ცენტრის „ლაზარე–2015“ ბენეფიციარებს.

შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის - LDS Charities თანამონაწილეობით, მეექვსე წელია რაც ხორციელდება.

#შესაძლებლობებიშეუზღუდავია
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31