სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
13
14151819
2427
 

2021-03-26 - 123 წელი არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან

დღეს, დიდი ქართველი ენათმეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, რუსთველოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებლის, საზოგადო მოღვაწის, სენაკის საამაყო შვილის არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 123 წლის იუბილეა.

მსოფლიო დონის მეცნიერი 1898 წელს, ძველ სენაკში, საჩიქობავოს უბანში დაიბადა.

იგი იყო ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის პრემიის ლაურეატი.

საჩიქობავოს უბანში, არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმი, დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანია.

დიდი ქართველი ენათმეცნიერის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ გზაზე, გასული წლის ნოემბერში, ახალი ბეტონის საფარი მოეწყო და ამით, ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ასევე გეგმავს არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმისთვის ოდის შეძენას, სადაც ახალი სამუზეუმო სივრცე განთავსდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31