სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
13
14151819
2427
 

2021-03-26 - სისხლის უანგარო დონაციის აქცია სენაკში

დღეს, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის - სისხლის ბანკის ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის სხდომათა დარბაზში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია - ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ - გაიმართა.

ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს.

სისხლის დონაციის პროცესს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა ესწრებოდა.

დონაციის აქცია ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას, უმეტეს შემთვევაში კი, სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.

მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად გამოთქვამს.

#დონაციისაქციასენაკში
#გაიღესისხლისიცოცხლისგადასარჩენად

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31