სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
13
14151819
2427
 

2021-03-23 - ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 77 წელი გავიდა

დღეს, გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, მთარგმნელის და პუბლიცისტის, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პარიზის ქართულ-ევოპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საამაყო შვილის - ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 77 წელი გავიდა.

ჯემალ აჯიაშვილმა ებრაელთა დიდ პოეზიას ქართულ ენაზე ძეგლი დაუდგა.

მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო ქართველი და ებრაელი ერის ურყევი მეგობრობისადმი მიძღვნილი ქართულ ენაზე აღვლენილი სიყვარულის უკვდავი საგალობელი.

მისი ცხოვრება არის გზა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ თავდება და ახალ სიცოცხლეს იძენს..

 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31