სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
713
181920
22232427
28 

2021-02-21 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

დღეს ჩვენი ქალაქის ორი გამორჩეული შვილის, სენაკის საპატიო მოქალაქეების, მსოფლიოში აღიარებული გამოჩენილი მხატვრის, 5 პრემიის ლაურეატის, პარიზის მსოფლიოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მუდმივი წევრის, ემელიანე (რეზო) ადამიას და ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, მხატვრული კითხვის დიდოსტატის, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელის, მურმან ჯინორიას დაბადების დღეა.

დიდი პატივისცემით ვულოცავ ბატონ რეზოს 83 წლის და ბატონ მურმანს 74 წლის იუბილეს.

ღირსეულ შემოქმედთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას და წარმატებებს ვუსურვებ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31