სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
713
181920
22232427
28 

2021-02-17 - ინფრასტრუქტურული სამუშაოები სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

დასრულების ეტაპზეა შხეფის უბანში, ყოფილი მერვე საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვითი და რკინა-ბეტონის ტროტუარის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 45 083 ლარს შეადგენს.

ასევე, დასრულების ფაზაშია შხეფის უბანში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შემოღობვის სამუშაოები, რომლის ღირებულება 19 693 ლარია.

პროექტს შპს ,,დაგი“ აწარმოებს.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით ქალაქის ინფრასტრუქტურა არა მარტო ფუნქციური კუთხით, არამედ ესთეტიკის მხრივაც წესრიგდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31