სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
34569
101112131516
17192023
24252627282930
31 

2021-01-08 - სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება ათ სენაკელს გადაეცა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ათ გამორჩეულ სენაკელს ,,სენაკის საპატიო მოქალაქის" სიგელები გადასცა.

მერის სათათბირო ორგანოში - მრჩეველთა საბჭოში შესული კორესპონდენციების საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:

ქალაქის კოლორიტს,
ღვაწლმოსილ ექიმ-ტრავმატოლოგს და რადიოლოგს,
თეიმურაზ ხურციძეს
-
მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

ღვაწლმოსილ ექიმ-კარდიოლოგს, თეიმურაზ ფოჩხუას -
მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

ექიმ-კარდიოლოგ ირაკლი ცხვიტავას
-
მედიცინის სფეროში წარმატებული, გამორჩეული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის;


დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, მათემატიკოსთა კავშირის, სტატისტიკური ასოციაციის, ამერიკის მათემატიკური საზოგადოებისა და რეფერატურული ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრს,
ვახტანგ კვარაცხელიას - ხანგრძლივი, წარმატებული, ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობის, თაობების ღირსეულად აღზრდისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგს, მანანა ცომაიას
- საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერი, შემოქმედებითი, ხანგრძლივი მოღვაწეობისა და თაობების ღირსეულად აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;


იუსტიციის უფროს მრჩეველს, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრს, წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, მალხაზ საჯაიას
- ხანგრძლივი, ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობის, წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისა და თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;

ქალაქის კოლორიტს, დამსახურებულ არქიტექტორს, ზურაბ პატარაიას - ხანგრძლივი, წარმატებული, ნაყოფიერი პროფესიულ მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;

ღირსების ორდენის კავალერს, დემურ მებონიას
- ხანგრძლივი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;

ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრს, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ,,აია“ ნამდვილ წევრს, მწერალს, აკადემიკოს
ბორის დავითაიას
- ხანგრძლივი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;

ტარიელ დგებუაძეს -
ნაყოფიერი მოღვაწეობის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობასა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალს მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, სენაკის საპატიო მოქალაქე ანზორ ცაგურია ესწრებოდნენ.

,,დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და დავაფასოთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ და ჩვენს ქალაქს, სრულიად საქართველოს ასახელებენ. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ" - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.
 
 
 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31