სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
67812
13141819
2022232425
2730 

2020-12-31 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის საახალწლო მილოცვა

ჩვენს ძვირფას სენაკელებს, საქართველოს ფარგლებში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, გულითადად ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს.
განვლილი წელი, მსოფლიო მასშტაბით, დიდი გამოწვევების წელი იყო.
ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი რეალობის შესაბამისად, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, ჩვენი საქმიანობა ეკონომიკური გაჯანსაღების, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანი ყველა სეგმენტის წინსვლისკენ იყო მიმართული.
ჩვენ, მაქსიმალური ძალისხმევით შევძელით ჩვენს წინაშე მდგარ ურთულეს გამოწვევებთან გამკლავება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წამოწყება, განხორციელება და სამომავლოდ დაგეგმვა.
მჯერა, რომ 2021 წელი პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულის ერთობლივად დაძლევის, ახალი პროექტების განხორციელების, ჩვენი ქვეყნის წინსვლის და განვითარების წელი იქნება.
შობა-ახალი წელი განსაკუთრებული პატივისცემით მინდა მოვულოცო სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ბრძოლის პირველ ხაზზე დგანან და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მაღალი პროფესიონალიზმით, ყველაფერს აკეთებენ საზოგადოების და ქვეყნის დასაცავად.
ბედნიერების, სიხარულის, ერთობის, გამარჯვებებისა და წინსვლის წელიწადი შემოსულიყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანისთვის!
ლევან კუპრეიშვილი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31