სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
67812
13141819
2022232425
2730 

2020-12-29 - შეხვედრა პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია" ფარგლებში

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას 14 მუნიციპალიტეტთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შექმნილ დოკუმენტს ხელი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოაწერა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე ინიციატივის - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, პროექტს-„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ახორციელებს და კონფერენციაც, პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმო.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა, ასევე, ადგილობრივმა და საერთაშირისო ორგანიზაციებმა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31