სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
67812
13141819
2022232425
2730 

2020-12-28 - საახალწლო ნობათები სკოლამდელი აღზრდის სექტორის აღსაზრდელთათვის

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დღეს, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორის 1263  აღსაზრდელს საახალწლო ნობათები გადაეცა.

10 776 ლარის ღირებულების საახალწლო ნობათი ათი სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტისგან შედგება და მას მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელი მიიღებს.

პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

საახალწლო ნობათების გაცემის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან, საბავშვო და ბაგა-ბაღების დირექციასთან ერთად გაეცნენ.

აღნიშნულ აქტივობას წინ უსწრებდა სკოლამდელი აღზრდის სექტორში განხორცილებეული შემდეგი ღონისძიებები:

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ასევე, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც არდადეგების დროს საბავშვო და ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელს 6 ეტაპად დაურიგდა;

პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის 275 701 ლარი დაიხარჯა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31