2020-12-26 - სენაკში მთავარი ნაძვის ხე აინთო

დღეს სენაკში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რეგულაციების თანახმად, ხალხმრავლობის გარეშე გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად აანთო.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საახალწლო ღონისძიებები სენაკში წელს არ გაიმართება.
Facebook