სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
67812
13141819
2022232425
2730 

2020-12-15 - ბაღებში სასურსათო პროდუქტების გაცემის პროცესი განახლდა

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დღეს, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი განახლდა.

74 143 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტები ათი სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტისგან შედგება და მას მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის 1 263 აღსაზრდელი მიიღებს.

პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან, საბავშვო და ბაგა-ბაღების დირექციასთან ერთად გაეცნენ.

აღნიშნულ აქტივობას წინ უსწრებდა სკოლამდელი აღზრდის სექტორში განხორცილებეული შემდეგი ღონისძიებები:

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ასევე, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც არდადეგების დროს საბავშვო და ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის 1 307 აღსაზრდელს 5 ეტაპად დაურიგდა;

პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის 201 559 ლარი დაიხარჯა.



#გაიგერაკეთდება
#StopCoV

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31