სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
67812
13141819
2022232425
2730 

2020-12-10 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზში, მუნიციპალიტეტში 2020 წელს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ანგარიში გამართა.
 
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მერის ანგარიში - 2020 Facebook Live-ის ფორმატში ჩატარდა.
 
პრეზენტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი შალვა სარდალიშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
 
მიმდინარე წელს, მიუხედავად COVID 19-ის პანდემიის გამო შექმნილი საყოველთაო დამაბრკოლებელი გარემოებებისა, მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდა.
 
მუნიციპალიტეტის მერმა, ჩვენი დროის გმირების - ექიმ-ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო სექტორის ყველა წარმომადგენლის მიმართ განსაკუთრებული მადლიერების გამოხატვის შემდეგ, დეტალურად მიმოიხილა 2020 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უწყვეტ ტემპში შესრულებული სამუშაოები და სამომავლოდ დასახული პერსპექტივები.
 
ასევე, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე განხორციელებული საპრევენციო და მოსახლეობის მოწყვლადი ფენების მხარდასაჭერი სოციალური ღონისძებები.
 
პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, გარეგანათების ქსელის მოწყობის, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, სამელიორაციო და დაშრობითი, გაზიფიცირების, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების, ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის, სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით განხორციელებულ პროექტებს.
 
,,ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა პროექტი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა გათვლილი და მორგებული. ამ და სხვა პროექტების განხორციელებით, ჩვენ გუნდურად და შემართებით გავაგრძელებთ ზრუნვას სენაკისა და სენაკელების საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უზრუნველსაყოფად"- აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.
 
 
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2020, იხილეთ ბმულზე : პრეზენტაცია2020
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31