სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-30 - ნოქალაქევის კომპლექსის მიმდებარედ პარკინგი ეწყობა

პანდემიის მიუხედავად, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი აქტიურად გრძელდება.

ამ ეტაპზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლის, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარედ, პარკინგის ასფალტირების სამუშაოები.

პროექტს, რომლის ღირებულება 48 726 ლარს შეადგენს, შპს ,,თვინსი“ ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული ინფრასტრუქტურითა და კეთილმოწყობილი პარკინგით, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მრავალფუნქციური სივრცე შეემატება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31