სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-19 - სენაკში ინოვაციური ცენტრის მშენებლობა იწყება

დღეს სენაკში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ინოვაციური ჰაბის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იმ ტერიტორიაზე მოეწერა, სადაც ინოვაციური ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი.

აქვე, კაფსულის ჩაშვების სიმბოლური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინოვაციების ცენტრი ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტს და სერვისს გააერთიანებს:

სატრენინგო სივრცე;
საერთო სამუშაო სივრცე;
შეხვედრებისა და კონფერენციების სივრცე;
ფაბლაბი (Fabrication Laboratories – Fab Lab).

სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბეგი-ჯორჯია’’განახორციელებს.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა და მისი დასრულება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31