სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-18 - საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

ამ ეტაპზე კეთილმოეწყო ძმათა სასაფლაოს შიდა გზა, სადაც ასევე განხორციელდა სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები.

მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გადაწყდა.

სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 82 677 ლარი შეადგინა, შპს ,,თვინსმა“ განახორციელა.

შესრულებულ სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია გაეცნო.

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად თუ სოფლად, არ არის ისეთი უბანი, სადაც განახლების პროცესი არ მიმდინარეობს.

ბეტონის გზა მოეწყო ასევე მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სახარბედიოს საეჯიბიოს უბანსა და ზანის ადმინისტრაციული ერთეულის საკვაშილავოს უბანში.

#განახლებული_ინტრასტრუქტურა
#მეტი_გზა_ქალაქად_და_სოფლად
#ხელისუფლება_ხალხის_სამსახურში

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31