სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-17 - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გასწვრივ.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პრობლემა მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა.

სამუშაოები სს ,,არქეოპოლისმა“ განახორციელა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დასრულებულია ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: სასირიოსა და საბესელიოში, საბესელიოს მეორე შესასვლელსა და სოფელ ნოსირის ორივე ჩიხში;

ქალაქად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია შხეფის, ძმობისა და შელეგიას ქუჩებზე, არსენას ქუჩის ორივე ჩიხში.

გრძელდება დარჩენილი გზების მოწესრიგების სამუშაოები.

ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში

2013 წლიდან დღემდე სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირდა 230-ზე მეტი ქუჩა, აშენდა 11 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 ხიდს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31