სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-12 - სანიაღვრე ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ამოწმენდის სამუშაოები

სენაკის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო, სანიაღვრე ქსელის მოწყობისა და არხების ამოწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

წლების განმავლობაში უხვი ნალექისა და ღვაცოფების შედეგად, სანიაღვრე არხების გარკვეული მონაკვეთები მთლიანად მოიშალა.

სტიქიის დროს იტბორებოდა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

2013 – 2017 წლებში სენაკის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 221 935 ლარი შეადგინა.

2018 წელს სანიაღვრე ქსელის მოწყობისა და არხების ამოწმენდის სამუშაოები ქალაქის 11 ქუჩაზე და 11 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

2019 წელს ამოიწმინდა ქალაქის ცენტრალური კოლექტორები და კალაპოტი გაბიონით გამაგრდა.

ასევე ქალაქის ცენტრში, ქუთაისისა და თეფანიას ქუჩების გასწვრივ, რკინიგზის მაგისტრალამდე, ჩატარდა ღელე ,,ფიცუს” ამოწმენდისა და დაზიანებული რკინა-ბეტონის ჯებირის გამაგრებითი სამუშაოები.

მიმდინარე წელს ქალაქ სენაკში, ჭავჭავაძის და ჯანაშიას ქუჩებზე, კლდიაშვილის და ელიავას ქუჩების კვეთაზე განხორციელდა სანიაღვრე არხების ამოწმენდისა და მოწყობის სამუშაოები.

სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროცესი ასევე დასრულებულია ლერმონტოვისა და დავითაიას ქუჩების კვეთასთან, სადაც მოეწყო რკინა-ბეტონის ჯებირიც.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით მოგვარდა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს ქალაქში იქმნებოდა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო; თავიდან ავიცილეთ საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე, რაც ამავდროულად მუნიციპალიტეტის ფინანსურ რესურსებს დაზოგავს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31