სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-11 - მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პარალელურად, აქტიურად ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.

2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ნაპირსამაგრი სამუშაოების ღირებულებამ 6 655 230 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა მდინარეებზე - ტეხურზე და რიონზე.

სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 1 367 052 ლარი შეადგინა, კომპანიებმა - ,,როუდ ქონსთრაქშენმა”, ,,საგზაომ“, ,,შარაგზამშენმა -1" და ,,საქუოიამ“ განახორციელეს.

წლების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს, მდინარეები მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნიდნენ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით, საგრძნობლად შემცირდება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დატბორვის და ნაპირის ჩამოშლის საშიშროება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31