სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-17 - დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა

ქალაქ სენაკში პროექტის - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის” ფარგლებში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

დევნილ და ადგილობრივ აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლიდან 60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობის გაფართოების, გადახურვის, სველი წერტილების, სააღმზრდელო ოთახებისა და საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭომ (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31