სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-17 - დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქალაქ სენაკში პროექტის - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის” ფარგლებში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

დევნილ და ადგილობრივ აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლიდან 60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობის გაფართოების, გადახურვის, სველი წერტილების, სააღმზრდელო ოთახებისა და საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭომ (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა, საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა ნაჭყებიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლურად გახსნეს.

,,ბავშვების განვითარება და განათლება ბაღიდან იწყება. სააღმზრდელო დაწესებულებებში საუკეთესო პირობების შექმნა უპირობო პრიორიტეტია. ჩვენი ხელისუფლების დიდი მიღწევაა, რომ დღეს ბაღები უფასოა და ყველა ბავშვისთვის შეგვიძლია სკოლამდელი აღზრდის შეთავაზება. ვაშენებთ და ვარემონტებთ ბაღებს, ვაუმჯობესებთ პირობებს, რომ ჩვენი პატარები სათანადო გარემოში აღიზარდონ'' - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

პროექტის - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის” ფარგლებში, სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი N4 საბავშვო ბაღი შენდება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი - N4 საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალ სააღმზრდელო დაწესებულებას აშენებს.

ასევე გამოცხადებულია ტენდერი N3 ბაგა-ბაღის მშენებლობაზე.
იგეგმება N7 საბავშვო ბაღის მშენებლობაც.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31