სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
20212526
 

2020-09-17 - ,,დავასუფთაოთ მსოფლიო

18-20 სექტემბერს, მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ერთიანდება დედამიწის გადასარჩენად და მართავს ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“.
 
18 სექტემბერს,16 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტი შეუერთდება დასუფთავების აქციას „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“.
 
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპი-ების წარმომადგენლები.
 
მსოფლიო პანდემიიდან და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, დასუფთავების აქცია ჩატარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-მდე მოხალისის მონაწილეობით), სხვადასხვა ლოკაციებზე.
 
ნებისმიერი მოქალაქეს ან ორგანიზაციას ეძლევა შესაძლებლობა შეუერთდეს აქციას.
 
კამპანია ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ (პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში,
დავასუფთაოთ საკუთარი სახლის, ეზოსა და ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები და საკუთარი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო კამპანიაში!
 
დავიცვათ დისტანცია - დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო!
 
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31