სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
202123242526
27282930 

2020-09-02 - ფესტივალის სენაკური პერიოდი პრემიერით დასრულდა

თეატრალური ფესტივალის მეორე დღე დაასრულა სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პრემიერამ - ,,წარსული ჩემი პროლოგია’’. სპექტაკლი, რომელიც დიდი ქართველი მსახიობის, აკაკი ხორავას ტრაგიკულ ცხოვრებასა და ტრიუმფალურ შემოქმედებით გზას ასახავს, ელენე მაცხონაშვილის რეჟისორობით არის შექმნილი. პრემიერას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინელი ჭანკვეტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები. ექვსი მსახიობის მიერ, ჩანაწერების, პირადი დღიურების, მოგონებებისა და სხვა დოკუმენტური მასალების დაყრდნობით, შთამბეჭდავად ინაკვთება დიდი ხელოვანის პიროვნული პორტრეტი. სპექტაკლი, რომელიც ერთდროულად მხატვრულ და შემეცნებით ხასიათს ატარებს, აკაკი ხორავას დაბადებიდან 125 წლისთავს მიეძღვნა. თეატრალური ფესტივალის სენაკური პერიოდი დასრულდა. ფესტივალი 3 სექტემბრიდან, ქალაქ ფოთში განაგრძობს სეზონს და 6 სექტემბერს, ერთი წლის ინტერვალით, დაემშვიდობება მაყურებელს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31