სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
202123242526
27282930 

2020-09-02 - რეგიონული თეატრების ფესტივალი, სენაკში, გრძელდება

სენაკის ცენტრალურ სკვერში, გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ,,მარიტა’’, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მიერ იქნა წარმოდგენილი (რეჟისორი - ელენე მაცხონაშვილი). სპექტაკლი თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზია. მარიტას და გედიას სიყვარულის ტრაგიკული ისტორია და მასთან დაპირისპირებული დოგმებით მოაზროვნე საზოგადოების მიერ გაუაზრებლად, უმოწყალოდ გათელვა იმისა, რაც სიცოცხლის არსი, ჭეშმარიტი და მშვენიერია, ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის, ერთნაირად ამაღელვებელი და სევდის მომგვრელია.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31